ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2429
სათაური: ილია ჭავჭავაძე სტუმრებთან ერთად საგურამოში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
ჭავჭავაძე, ილია (1837-1907)
ოქროპირიძე, ალექსანდრე (1824-1907)
გურამიშვილი, ოლღა (1842-1927)
რეზიუმე: ილია ჭავჭავაძე - ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) - ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. იყო მასწავლებელი, შემდეგ - აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862-1869 - აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882 - გორის, 1882-1885 - გურიის ეპისკოპოსი, 1886-1898 წლებში - ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი, 1898-1903 - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან. ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე,ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა - დიდი ქართველი პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მეუღლე, რომელიც საქართველოს ისტორიას არამხოლოდ ილიას ღირსეული მეუღლლეობის გამო დაამახსოვრდა. ის იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების ღირსეული წევრი.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Chavchavade_Ilia_recto.jpg657.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება