Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2479
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.available2012-08-04T10:53:36Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/2479-
dc.descriptionფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.en_US
dc.description.abstractკარპე მუმლაძე - მწერალი და საზოგადო მოღვაწე. კარპე მუმლაძე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მოვიდა ქართულ მწერლობაში. მისი პირველი მოთხრობა „დაგვიანებული წერილი“ 1948 წელს გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა ომის თემაზე და ქ. რუსთავის მშრომელი ადამიანების ცხოვრებაზე მოთხრობები, წიგნები: „ყირიმის მიწაზე“, „მეფოლადის სიყვარული“, „ელაპარაკეთ ბუდაპეშტს“ და სხვ. კარპე მუმლაძე ათეული წლების მანძილზე ქ. რუსთავში და შემდეგ ქვემო ქართლში ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დაჩაგრულიყო ქართული ენა, ძლიერი ყოფილიყო ქართული მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა და ქორეოგრაფია, ქართული თეატრი და საერთოდ, ყოველივე ქართული. 1959 წელს ჟურნალმა „დროშამ“ გამოაცხადა დიდი ლიტერატურული დახურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც მხცოვანი გამოჩენილი მწერლები, ასევე საშუალო და ახალი თაობა. კარპე მუმლაძეს მიენიჭა მეორე პრემა მოთხრობისათვის „თქვენ რას იტყოდით“. კარპე მუმლაძის სახელობისაა სოფელ მანდაეთის საშუალო სკოლა და ქ. რუსთავის ერთ-ერთი ქუჩა. იგი იყო ქვემო ქართლში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ჟუნალ-ალმანახის „ჩირაღდნები“ მთავარი რედაქტორი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე - ქართველი პოეტი. ირაკლი აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). ოთარ ღვამბერია - ქალაქ რუსთავის აღმასკომის მდივანი.en_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectმწერალიen_US
dc.subjectრუსთავიen_US
dc.subjectმუმლაძე, კარპე (1912-2001)-
dc.subjectაბაშიძე, ირაკლი ბესარიონის ძე (1909–1992)-
dc.subjectღვამბერია, ოთარ-
dc.titleკარპე მუმლაძე, ირაკლი აბაშიძე და ოთარ ღვამბერიაen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderმიხეილ მუმლაძეen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Abashidze_Irakli-Mumladze_Karpe.jpgრექტო219.8 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.