ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2479
სათაური: კარპე მუმლაძე, ირაკლი აბაშიძე და ოთარ ღვამბერია
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მწერალი
რუსთავი
მუმლაძე, კარპე (1912-2001)
აბაშიძე, ირაკლი ბესარიონის ძე (1909–1992)
ღვამბერია, ოთარ
რეზიუმე: კარპე მუმლაძე - მწერალი და საზოგადო მოღვაწე. კარპე მუმლაძე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მოვიდა ქართულ მწერლობაში. მისი პირველი მოთხრობა „დაგვიანებული წერილი“ 1948 წელს გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა ომის თემაზე და ქ. რუსთავის მშრომელი ადამიანების ცხოვრებაზე მოთხრობები, წიგნები: „ყირიმის მიწაზე“, „მეფოლადის სიყვარული“, „ელაპარაკეთ ბუდაპეშტს“ და სხვ. კარპე მუმლაძე ათეული წლების მანძილზე ქ. რუსთავში და შემდეგ ქვემო ქართლში ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დაჩაგრულიყო ქართული ენა, ძლიერი ყოფილიყო ქართული მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა და ქორეოგრაფია, ქართული თეატრი და საერთოდ, ყოველივე ქართული. 1959 წელს ჟურნალმა „დროშამ“ გამოაცხადა დიდი ლიტერატურული დახურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც მხცოვანი გამოჩენილი მწერლები, ასევე საშუალო და ახალი თაობა. კარპე მუმლაძეს მიენიჭა მეორე პრემა მოთხრობისათვის „თქვენ რას იტყოდით“. კარპე მუმლაძის სახელობისაა სოფელ მანდაეთის საშუალო სკოლა და ქ. რუსთავის ერთ-ერთი ქუჩა. იგი იყო ქვემო ქართლში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ჟუნალ-ალმანახის „ჩირაღდნები“ მთავარი რედაქტორი. ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე - ქართველი პოეტი. ირაკლი აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). ოთარ ღვამბერია - ქალაქ რუსთავის აღმასკომის მდივანი.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.
მფლობელი: მიხეილ მუმლაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Abashidze_Irakli-Mumladze_Karpe.jpgრექტო219.8 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება