ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/255638
სათაური: | ოთარ ჯიშკარიანი და ირალი გორდელაძე სსრკ მხატვართა მეოთხე ყრილობაზე |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური მოსკოვი კრემლი ჯიშკარიანი, ოთარ (1929-1995) გორდელაძე, ირაკლი (1921- 1998) |
გამოცემის თარიღი: | 1973 |
რეზიუმე: | ოთარ ჯიშკარიანი - საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1980), წლების განმავლობაში იყო გამომცემლობების, „ნაკადული“, „მერანი“, „ხელოვნება“ მთავარი მხატვარი. მას ეკუთვნის ინიციატივა მხატვრის კვირეულთან დაკავშირებით პირველი გაზეთის „მხატვარი“-ს (1971წ.) გამოცემა, ასევე გამომცემლობა „მერანი“-ს საგამოფენო დარბაზის გახსნა. არის მრავალი შრიფტის ავტორი, მათ შორის ლიტერატურული ჟურნალების: „ცისკარი“, „ლიახვი“, „კრიტიკა“ გარეკანის შრიფტების. 1963-80 წლებში მიღებული აქვს მრავალი საკავშირო ჯილდო და დიპლომი. მისი ერთერთი ბოლო, ფუნდამენტური ნამუშევარია ქართულ ანბანზე შექმნილი კომპოზიციები - „ანბანთქება“ (1983 წ.); ირაკლი გორდელაძე - საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), მუშაობდა წიგნის ილუსტრაციებზე; ძირითადად ქმნიდა პლაკატებს, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი პლაკატები: "თბილისის 1500 წელი"(1957), "საშიში ბუდე"(1964), "ქალთა საერთაშორისო დღე"(1975), "ფრთხილად დედამიწაა!"(1982); ასევე შექმნილი აქვს აფიშები თეატრის სპექტაკლებისათვის და კინოფილმებისათვის, მათ შორის აღსანიშნავია: "რიჩარდ III"(1957), "მამლუქი"(1958), "მაია წყნეთელი"(1962). გრაფიკოსი. |
აღწერილობა: | მარცხნიდან მესამე რიგში ირაკლი გორდელაძე. |
მფლობელი: | ნინო ჯიშკარიანი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Nino_Jishkariani_1 (30).jpg | 244.64 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება