Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/26467
Title: | ზაქარია ქურდიანი |
Keywords: | პორტრეტი ქურდიანი, ზაქარია ალექსანდრეს ძე (1909-1983) |
Abstract: | ზაქარია ქურდიანი - არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. შრომოთი მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. 1934-44 წლებში არის თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1954-70 წლებში საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი და ხელმძღვანელობს ქალაქმშენებლობის სამმართველოს. მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის პირველი და მეორე გენერალური გეგმები (1934-36, 1948-52, ავტორთა ჯგუფების ხემძღვანელი). თბილისში კულტურის და დასვენების პარკი მთაწმინდის პლატოზე (1936-38 წლებში მეუღლესთან, ნადეჟდა ქურდიანთან და არქიტექტორ-დენდროლოგ ნ. ციციშვილთან ერთად). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა - თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგური ნადეჟდა ქურდიანთან ერთად, რომლის დაპროექტებაშიც მათთან ერთად მონაწილეობდა ა. ვოლობუევი. გარდა ამისა ქურდიანი არის თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის ინიციატორი და მისი ტრასის და სადგურების განლაგების პირველი სქემის ავტორი |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | ლამა ქურდიანი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
qurdiani_5.jpg | 191.13 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.