ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/26467
სათაური: | ზაქარია ქურდიანი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ქურდიანი, ზაქარია ალექსანდრეს ძე (1909-1983) |
რეზიუმე: | ზაქარია ქურდიანი - არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. შრომოთი მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. 1934-44 წლებში არის თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1954-70 წლებში საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი და ხელმძღვანელობს ქალაქმშენებლობის სამმართველოს. მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის პირველი და მეორე გენერალური გეგმები (1934-36, 1948-52, ავტორთა ჯგუფების ხემძღვანელი). თბილისში კულტურის და დასვენების პარკი მთაწმინდის პლატოზე (1936-38 წლებში მეუღლესთან, ნადეჟდა ქურდიანთან და არქიტექტორ-დენდროლოგ ნ. ციციშვილთან ერთად). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა - თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგური ნადეჟდა ქურდიანთან ერთად, რომლის დაპროექტებაშიც მათთან ერთად მონაწილეობდა ა. ვოლობუევი. გარდა ამისა ქურდიანი არის თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის ინიციატორი და მისი ტრასის და სადგურების განლაგების პირველი სქემის ავტორი |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ლამა ქურდიანი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
qurdiani_5.jpg | 191.13 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება