ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/26470
სათაური: ზაქარია ქურდიანი და ნადეჟდა ხმელნიცკაია
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ქურდიანი, ზაქარია ალექსანდრეს ძე (1909-1983)
ხმელნიცკაია-ქურდიანისა, ნადეჟდა მიხეილის ასული (1909-1981)
რეზიუმე: ზაქარია ქურდიანი - არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. შრომოთი მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. 1934-44 წლებში არის თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1954-70 წლებში საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი და ხელმძღვანელობს ქალაქმშენებლობის სამმართველოს. მისი ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის პირველი და მეორე გენერალური გეგმები (1934-36, 1948-52, ავტორთა ჯგუფების ხელმძღვანელი). თბილისში კულტურის და დასვენების პარკი მთაწმინდის პლატოზე (1936-38 წლებში მეუღლესთან, ნადეჟდა ქურდიანთან და არქიტექტორ-დენდროლოგ ნ. ციციშვილთან ერთად). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა - თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგური ნადეჟდა ქურდიანთან ერთად, რომლის დაპროექტებაშიც მათთან ერთად მონაწილეობდა ა. ვოლობუევი. გარდა ამისა ქურდიანი იყო თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის ინიციატორი და მისი ტრასის და სადგურების განლაგების პირველი სქემის ავტორი. ნადეჟდა ხმელნიცკაია - არქიტექტორი. 1936 წლიდან მუშაობდა "საკვებმრეწველპროექტში". კვების მრეწველობის ობიექტების საწარმოო მოედნების პარალელურად, აპროექტებდა ჩაის ფაბრიკებს, ღვინის სახელმწიფო მეურნეობის დასახლებებს. 1953 წლიდან მოღვაწეობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახლსოფლპროექტში". მისი ავტორიბით, ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აქ დამუშავდა 200-მდე პროექტი, რომლებმაც არაერთი გამარჯვება მოუტანეს ავტორებს
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლამა ქურდიანი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
qurdiani_2.jpg153.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება