ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/266043
სათაური: ედუარდ შევარდნაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი და ლევან ახველდიანი
სხვა სათაური: ქუთისის წარსულიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
შევარდნაძე, ედუარდი ამბროსის ძე (1928-2014)
შაშიაშვილი, თეიმურაზი (1951)
ახვლედიანი, ლევაინ (1928-2004)
პოლიტიკოსი
სპორტსმენი
გამოცემის თარიღი: 2018
რეზიუმე: ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე (25. 01. 1928, მამათი, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — 07. 07. 2014, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ რიგით მე-15 პირველი მდივანი 1972-1985 წლებში. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის რიგით მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს მე-2 პრეზიდენტი. თეიმურაზ შაშიაშვილი ( 1951წ. 20 ივნისი, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი, 1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში. 1978 წელს აირჩიეს კომკავშირის ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. 1992 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1993-1995 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი, ხოლო 1995-2003 წლებში იყო იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომით. არის აშშ-ს ქალაქების კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქე. გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. შაშიაშვილის ქალაქის მერად მუშაობის დროს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი აღიარებულ იქნა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად. გადადგა ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2004 წლის იანვარში მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. გავიდა მეორე ადგილზე. ლევან ახვლედიანი – ალპინისტი, მთამსვლელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურის და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. დამსახურებული მწვრთნელი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებული იყო ოქროს და ვერცხლის მედლებით.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: მერი ქანდარია
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
L. AXVL. 0003.jpgრექტო104.69 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება