Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2691
Title: ვალერიან ვახვახიშვილი ბოლნისელ გერმანელ მეგობრებთან
Keywords: ჯგუფური ფოტო
ვახვახიშვილები
ლუქსემბურგი
ბოლნისი
Abstract: ვალიკო ვახვახიშვილი - გვარდიის უფროსი ლეიტანტი და ბატალიონის მეთაური. თავად გიგო ვახვახიშვილის შვილიშვილი. ელიზბარ ვახვახიშვილის და ალექსანდრა ზურაბიშვილის ვაჟიშვილი. ელიზბარ ვახვახიშვილი 1915 წლიდან ეკატერინენფელდში (ბოლნისი) გადაიყვანეს სამუშაოდ ოჯახთან ერთად. ელიზბარი რეპრესირებულ იქნა 1937 წელს. ვალიკო ვახვახიშვილი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს. ბოლნისელი გერმანელები - 1818 წელს სოფელ რატევნის მახლობლად შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში. გერმანელების დასახლებას ჯერ კატარინენფელდი ერქვა, ხოლო საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ კოლონიას საბჭოელი კომუნისტის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე, რომელიც არ იყო დაქორწინებული ქართველზე, ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.
Description: ფოტო გადაღებულია ლუქსემბურგში (ბოლნისი) მე-20 საუკუნის 30-იან წლებში.
Owner: ნათელა გრიგოლია
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Vaxvaxishvili_Valerian (Valiko)_18_recto.jpgრექტო179.67 kBJPEGThumbnail
View/Open
Vaxvaxishvili_Valerian (Valiko)_18_verso.jpgვერსო65.51 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.