ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2691
სათაური: ვალერიან ვახვახიშვილი ბოლნისელ გერმანელ მეგობრებთან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ვახვახიშვილები
ლუქსემბურგი
ბოლნისი
რეზიუმე: ვალიკო ვახვახიშვილი - გვარდიის უფროსი ლეიტანტი და ბატალიონის მეთაური. თავად გიგო ვახვახიშვილის შვილიშვილი. ელიზბარ ვახვახიშვილის და ალექსანდრა ზურაბიშვილის ვაჟიშვილი. ელიზბარ ვახვახიშვილი 1915 წლიდან ეკატერინენფელდში (ბოლნისი) გადაიყვანეს სამუშაოდ ოჯახთან ერთად. ელიზბარი რეპრესირებულ იქნა 1937 წელს. ვალიკო ვახვახიშვილი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს. ბოლნისელი გერმანელები - 1818 წელს სოფელ რატევნის მახლობლად შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში. გერმანელების დასახლებას ჯერ კატარინენფელდი ერქვა, ხოლო საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ კოლონიას საბჭოელი კომუნისტის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე, რომელიც არ იყო დაქორწინებული ქართველზე, ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ლუქსემბურგში (ბოლნისი) მე-20 საუკუნის 30-იან წლებში.
მფლობელი: ნათელა გრიგოლია
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Vaxvaxishvili_Valerian (Valiko)_18_recto.jpgრექტო179.67 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Vaxvaxishvili_Valerian (Valiko)_18_verso.jpgვერსო65.51 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება