ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/270904
სათაური: არნოლდ ჩიქობავა, მიხეილ ჭაბაშვილი და ბეატრისა საბაშვილი ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჭაბაშვილი, მიხეილ ნიკოლოზის ძე (1916-1996)
საყვარელიძე, ნუნუ
ჩიქობავა, არნოლდ სტეფანეს ძე ( 1898-1985)
ხაინდრავა, ვენერა
კახაძე, ოტია
გალდავაძე, მაყვალა
წერეთელი, ბაბო
კანდელაკი, მედეა
გიგინეიშვილი, ივანე
საბაშვილი, ბეატრისა მიხეილის ასული (1923-2002)
რეზიუმე: არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა - ენათმეცნიერი, ფილოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მიხეილ ნიკოლოზის ძე ჭაბაშვილი - ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950); უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1960); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის სწავლული მდივანი (1958-1965); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე (1965-1985), საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი (1982-1996); ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი (1971-1987), სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1982-იდან); ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი (მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა). მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე. ბეატრისა საბაშვილი - ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია თბილისში, ვაკის პარკში. მარცხნიდან: ნუნუ საყვარელიძე, ვენერა ხაინდრავა, არნოლდ ჩიქობავა, მიხეილ ჭაბაშვილი, ოტია კახაძე, მაყვალა გალდავაძე, ბაბო წერეთელი, მედეა კანდელაკი, ივანე გიგინეიშვილი და ბეატრისა საბაშვილი.
მფლობელი: ანა ჭაბაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
10 (12).jpg292.7 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება