ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282771
სათაური: მერი აბაშიძე(არჯევანიძე)
საკვანძო სიტყვები: აბაშიძე(არჯევანიძე), მერი ნიკოლოზის ასული(1925 – 1997)
რეზიუმე: მერი აბაშიძე(არჯევანიძე) – ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძისა და სოფიო(სონა) ყარამანის ასულ ყიფშიძის მეორე ქალიშვილი(1925წ. 8 აპრილი/ქალაქი ხაშური – 1997წ. 8 მაისი/თბილისი, ზღვისუბნის(თემქის) სასაფლაო). მერი გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სოფელ კრისხევში მუშაობდა სასწავლო ნაწილად, მოგვიანებით მათემატიკის, მერე კი დაწყებითი კლასების მასწავლებლად თბილისის მე-100 საშუალო სკოლაში, ხოლო ბოლოს მხოლოდ დაწყებითი კლასების მასწავლებლად თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში. 1975 წლის 8 მარტს დედაქალაქის ლენინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტისა და განათლების, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის მიერ სახალხო განათლების ფრონტზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო მერი აბაშიძე(არჯევანიძე) ქების სიგელით დაჯილდოვდა. ნიკოლოზისა და სოფიოს მეორე ქალიშვილის პირველი მეუღლე გახლდათ მოჭიდავე, ფიზ-აღზრდის პედაგოგი, კონსტანტინე(კოლია) გიორგის ძე ლომიძე(1919წ. 15 ივნისი/ქალაქი ხაშური – 1982წ. 3 აგვისტო/თბილისი, ვაკის სასაფლაო), მეორე კი ისტორიკოსი აკაკი(კაკო) გრიგოლის ძე გიგილაშვილი(1917წ. 18 თებერვალი – 1992წ. 12 ოქტომბერი/თბილისი, ზღვისუბნის(თემქის) სასაფლაო). მერის 1954 წლის 4 დეკემბერს პირველი ქმრისგან შეეძინა ერთადერთი ბავშვი ლამაზი მანანა.
მფლობელი: ზურაბ ჭიქაბერიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Zurab_Chikaberidze_47.jpg199.82 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება