ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/286570
სათაური: სოფიო(სონა) ყიფშიძე
საკვანძო სიტყვები: ყიფშიძე, სოფიო(სონა) ყარამანის ასული(1898 – 1977)
რეზიუმე: სოფიო(სონა) ყარამანის ასული ყიფშიძე(1898წ. 21 მარტი(ნათლობა – 7 მაისი), სოფელი აბისი – 1977წ. 1/2 იანვარი, ქალაქი ხაშური, ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სასაფლაო) – ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძის, ანუ ნიკოლოზ პეტრეს ძე არჯევანიძის, ანუ რუსი კოლას, მეუღლე; აბისელი გლეხების: ყარამან ზურაბის ძე ყიფშიძისა და ექიმბაშ ანა/ნინო(ნუშო) პეტრეს ასულ კვინიკაძის ბოლო შვილი. აბისის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში მისი ნათლობის საიდუმლო აღასრულეს აბისის სამრევლოს მღვდელმა, ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა, და დიაკონ გიორგი ახალკაცმა. სოფიო გახლდათ აბისელი გლეხის, მიხეილ ივანეს ძე კილასონიას, ნათლული, სონას მამა ყარამანი, ზურაბ ნიკოლოზის ძე ყიფშიძის ვაჟი – ბრეძელი აზნაურის, გიორგი როსტომის ძე მუსხელიშვილის, ნათლული, ხოლო მისი ძმა ნიკოლოზი კი აბისის მებატონის, თავად ალექსანდრე ზაალის ძე ამირეჯიბის, მეუღლის, ანასტასია(ტასია) ქაიხოსროს ასულ ავალიშვილისა, და თავად გრიგოლ ქაიხოსროს ძე ავალიშვილის ნათლული. სოფიოს დედის მამა პეტრე ივანეს ძე კვინიკაძე მონათლა აბისელმა აზნაურმა, დავით წერეთელმა, ხოლო სონას ალალი ბიძა სოლომონ კვინიკაძე – მოცემული დავითის ვაჟმა, მედავითნე აზნაურმა, კონსტანტინე წერეთელმა, და აბისელი გლეხის, დავით/დათუა ახალკაცის, ცოლმა, მელანია პეტრეს ასულმა. ამასთან, აბისის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში 1859 წლის15 აგვისტოს დაბადებული ანა/ნინო(ნუშო) პეტრეს ასული კვინიკაძე ამავე წლის 21 აგვისტოს მონათლა აღნიშმული სოფლის მებატონის, თავად ქაიხოსრო/ქრისტეფორე(ქუცნა) როსების/რომანოზის ძე ამირეჯიბის, მეუღლემ, მარიამ(მაია) ქაიხოსროს ასულ ყიფიანმა, ანუ ანა/ანეტა ზაალის/ზაზას ასულ ყიფიანის მესამე რიგის ბიძაშვილმა. მოკლედ, ქართული მართლმადიდებლური შესაკრებლის მიერ წმინდანად შერაცხულმა ქვიშხეთელმა აზნაურმა, დიმიტრი ივანეს, ანუ ქოჩოს, ძე ყიფიანმა, მონათლა ზემოჭალის მებატონე თავადი ლევან დიმიტრის ძე აბაშიძე, მერე მოცემული დიმიტრის ძმიშვილმა, მარიამ(მაია) ქაიხოსროს ასულ ყიფიანმა, თავად ქაიხოსრო ამირეჯიბის მეუღლემ – აბისელი გლეხი ანა/ნინო(ნუშო) პეტრეს ასული კვინიკაძე, ხოლო შემდეგ აღნიშნული მარიამის უმცროსმა დამ, ეფროსინე/ეფროსიმა(ეფრო) ქაიხოსროს ასულ ყიფიანმა, აზნაურ გრიგოლ კლდიაშვილის მეუღლემ – საკუთარი მესამე რიგის ბიძაშვილი, ბეკამელი აზნაური ანა/ანეტა ზაალის/ზაზას ასული ყიფიანი. მოგვიანებით თავადი ლევან აბაშიძე და აზნაური ანა ყიფიანი შეუღლდნენ, ხოლო მათმა შვილიშვილმა, ნიკოლოზმა, სახალხო მკურნალ ანა, ანუ ნინო, კვინიკაძის ასული სოფიო შეირთო ცოლად. ზემოთმოხსენიებული ადამიანების ნათესაური კავშირი კიდევ სამი რამით იყო გამტკიცებული: 1848 წლის 20 ივნისს ქვიშხეთის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, გორის მაზრაში მცხოვრები თავადის, ალექსანდრე ანტონის ძე ავალიშვილისა, და ქვიშხეთელი აზნაურის, ქაიხოსრო ივანეს, ანუ ქოჩოს, ძე ყიფიანის, ასულ ელისაბედის ჯვრისწერისას, სასიძოს მხრიდან ერთ-ერთი მეჯვარე გახლდათ ზემოჭალელი თავადი დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძე, დიმიტრი ყიფიანის ნათლულის, ლევანის, მამა; იგივე ტაძარში ეფროსინე ყიფიანის პირველი ბავშვი, 1862 წლის 9 დეკემბერს დაბადებული მარიამი, მონათლული ჰყავდათ ცხრამუხელი თავადის, ლევან დავითის ძე აბაშიძის, მეუღლეს, ეკატერინე ქრისტეფორეს ასულს, და ასევე ცხრამუხელ თავადს, გაბრიელ(ჯიბრაილ) ივანეს ძე აბაშიძეს; დაბოლოს, ივანე, ანუ ქოჩო, ყიფიანის მეუღლე იყო მერეთელი აზნაური ბარბარე ფურცელაძე, ხოლო ანა ყიფიანის დედა კი მერეთელი აზნაური მარიამ ფურცელაძე, სვიმონ გიორგის ძე ფურცელაძისა და თინათინ გლახას, ანუ გაბრიელის, ასულის პირველი ქალიშვილი. // ერთხელ, 1919 წლის ცივ ამინდში, გამთენიისას, პეტრე მათეს ძე არჯევანიძის სახლის წინ მიტუშა აბაშიძის ეტლი გაჩერდა. იყო სახიფათო, მაგრამ მოსაკლავად დადევნებულ თავადს ახლადმოყვანილი რძლის ნახვა უნდა მოესწრო. რუსი კოლას აღმზრდელი დედები: ოლღა კიკნაძე და ელისაბედ ნოზაძე ძალიან ღელავდნენ, რადგან მძინარე სოფიოს საჩვენებლად მომზადება აღარ ხერხდებოდა. მოკლედ, ყოველგვარი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე დიმიტრი აბაშიძემ პატარძლის ოთახს მიაშურა და ქალის სილამაზით დატყვევებულმა კაცმა ლოგინიდან ნახევრად ამდგარ რძალს ტომრით მიტანილი განძი ზედ თავზე გადააყარა. ეს იყო სოფიო ყიფშიძისა და მისი ნამდვილი მამამთილის პირველი და ამავდროულად ძალიან სახიფათო შეხვედრა, რომელიც დიდი სიხარულით დასრულდა. დიმიტრი აბაშიძის თხოვნით, როცა თავადი საკუთარი ვაჟის საცხოვრისში შევიდოდა, რძალს ყველაფრისთვის თავი უნდა დაენებებინა და მხოლოდ მაშინ უნდა გაეგრძელებინა საქმე, როცა მიტუშა მშვენიერ სოფიოსთან საუბრით დამშვიდდებოდა. აღნიშნული სურვილი ყოველთვის სრულდებოდა არჯევანიძეების კერიაში, რაც სახლიდან გამოსულ დიმიტრი აბაშიძეს ძალიან უმარტივებდა გზადაგზა ეტლიდან ტკბილეულის სროლას. //
მფლობელი: ზურაბ ჭიქაბერიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Zurab_Chikaberidze_46.jpg230.71 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება