ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/291845
სათაური: ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძე თავის რძლებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ლაცაბიძე, ალექსი სოსოს ძე
ნოზაძე, პელაგია დიმიტრის ასული(1888 – 1989)
მახარობლიძე, იულია ივანეს ასული
რეზიუმე: ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძეს, ანუ აბაშიძეების მოურავს, დაროსგან შეეძინა ორი ვაჟი – გიორგი და ნიკოლოზი და 5 ქალიშვილი: თამარი, ნინო(ნინა), ნეჟნა, მარგალიტა(მარგარიტა) და ლოლა. თამარ ლაცაბიძის ქალიშვილის მეუღლე, ანუ მარგო/მარიამ სერგოს ასულ ჯარიაშვილის ქმარი, იყო თბილისის აღმასკომის თავმჯომარე, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლისა და ვეტერანთა ანსამბლ ,,კავკასიონის’’ მომღერალი გიორგი სერაფიონის ძე სხილაძე. ნეჟნა ლაცაბიძის ვაჟი ბიჭიკო გოგის ძე ჩიტიაშვილი გახლდათ საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ხოლო მარგალიტა ლაცაბიძის ქალიშვილის, ნანა გოგის ასულ ნოზაძის, მეუღლე კი სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი. ეს უკანასკნელი მუშაობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში ლექტორად და იყო კობასა და მისი პირველი მეუღლის, ეკატერინე სვანიძის, ვაჟის, იაკობის, ძე.
აღწერილობა: სხედან ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძე და მისი ვაჟის, გიორგის, მეუღლე პელაგია დიმიტრის ასული ნოზაძე. დგას ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძის მეორე ვაჟის, ნიკოლოზის, ცოლი იულია ივანეს ასული მახარობლიძე. გადაღების ადგილი – სტალინისი
მფლობელი: ზურაბ ჭიქაბერიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Zurab_Chikaberidze_96.jpg233.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება