Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/291845
Title: ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძე თავის რძლებთან ერთად
Keywords: ლაცაბიძე, ალექსი სოსოს ძე
ნოზაძე, პელაგია დიმიტრის ასული(1888 – 1989)
მახარობლიძე, იულია ივანეს ასული
Abstract: ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძეს, ანუ აბაშიძეების მოურავს, დაროსგან შეეძინა ორი ვაჟი – გიორგი და ნიკოლოზი და 5 ქალიშვილი: თამარი, ნინო(ნინა), ნეჟნა, მარგალიტა(მარგარიტა) და ლოლა. თამარ ლაცაბიძის ქალიშვილის მეუღლე, ანუ მარგო/მარიამ სერგოს ასულ ჯარიაშვილის ქმარი, იყო თბილისის აღმასკომის თავმჯომარე, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლისა და ვეტერანთა ანსამბლ ,,კავკასიონის’’ მომღერალი გიორგი სერაფიონის ძე სხილაძე. ნეჟნა ლაცაბიძის ვაჟი ბიჭიკო გოგის ძე ჩიტიაშვილი გახლდათ საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ხოლო მარგალიტა ლაცაბიძის ქალიშვილის, ნანა გოგის ასულ ნოზაძის, მეუღლე კი სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი. ეს უკანასკნელი მუშაობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში ლექტორად და იყო კობასა და მისი პირველი მეუღლის, ეკატერინე სვანიძის, ვაჟის, იაკობის, ძე.
Description: სხედან ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძე და მისი ვაჟის, გიორგის, მეუღლე პელაგია დიმიტრის ასული ნოზაძე. დგას ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძის მეორე ვაჟის, ნიკოლოზის, ცოლი იულია ივანეს ასული მახარობლიძე. გადაღების ადგილი – სტალინისი
Owner: ზურაბ ჭიქაბერიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zurab_Chikaberidze_96.jpg233.6 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.