Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/291847
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.available2019-02-10T11:17:32Z-
dc.date.issued2019-01-03-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/291847-
dc.descriptionგადაღების ადგილი – დაბა სურამი-
dc.description.abstractზემოჭალაში როცა აბაშიძეების მოურავის, ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძის, ვაჟი გიორგი და პელაგია დიმიტრის ასული ნოზაძე უღლდებოდნენ, სუფრის თავკაცობა დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძეს ხვდა წილად. ქორწილში წყვილს ლანგარი მიუტანა თავადმა და ჩუქებამდე სახალხოდ დასძინა, რომ ის მათთან ძალიან ძვირადღირებული საჩუქრით იყო მისული. აღნიშნულმა დამსწრე საზოგადოება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მოგვიანებით მიტო აბაშიძემ დაამატა, რომ ის თავისი საჩუქრის განსაკუთრებულობაში ყველას დაარწმუნებდა. თავადის თქმით, მის მიერ მიტანილი საჩუქარი არ ტყდებოდა. როცა ხალხი ჯერ კიდევ გაოგნებას ვერ მალავდა, მიტუშამ მუსიკის დაკვრა ითხოვა, თავისი ლანგარი ამოატრიალა, დადო მეფე-დედოფლის მაგიდაზე და საჩუქარს შემდგარმა კაცმა ცეკვა დაიწყო. მოკლედ, თამადამ დაიწყო ცეკვა და ქორწილიც დაიწყო... თურმე დიდხანს უცეკვია თავადს ლანგარზე და თან ისე, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ დამჩნევია საჩუქარს. დღეს ეს ლანგარი სურამში, გიორგის და პელაგიას შვილიშვილის, ჯილდა აკაკის ასულ გელაშვილის, კომლშია, ხილის სიმცირეს არ უჩივის და განსაკუთრებით, ანუ ნაძვის ხესავით, მშვენდება ახალ წელს. მოცემული კერის წევრებს დღემდე ჯერათ, რომ თუ მიტუშა აბაშიძის ნაჩუქარ და აცეკვებულ ლანგარს არ მოაკლდება სილამაზე, სიტკბო, არც მათ მოაკლდებათ სიყვარული, სიკეთე და სითბო.-
dc.subjectლაცაბიძე, ალექსი სოსოს ძე-
dc.subjectლაცაბიძე, გიორგი ალექსის ძე(? – 1931)-
dc.subjectნოზაძე, პელაგია დიმიტრის ასული(1888 – 1989)-
dc.subjectაბაშიძე, დიმიტრი/მიტო/მიტუშა ლევანის ძე(1879 – 1924)-
dc.subjectგელაშვილი, ჯილდა აკაკის ასული-
dc.titleსურამი, ჯილდა აკაკის ასულ გელაშვილის კერია, საახალწლო სუფრა, მიტუშა აბაშიძის მიერ აცეკვებული და სიყვარულით სავსე ლანგარიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderზურაბ ჭიქაბერიძეen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zurab_Chikaberidze_92.jpg202.17 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.