ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/291847
სათაური: სურამი, ჯილდა აკაკის ასულ გელაშვილის კერია, საახალწლო სუფრა, მიტუშა აბაშიძის მიერ აცეკვებული და სიყვარულით სავსე ლანგარი
საკვანძო სიტყვები: ლაცაბიძე, ალექსი სოსოს ძე
ლაცაბიძე, გიორგი ალექსის ძე(? – 1931)
ნოზაძე, პელაგია დიმიტრის ასული(1888 – 1989)
აბაშიძე, დიმიტრი/მიტო/მიტუშა ლევანის ძე(1879 – 1924)
გელაშვილი, ჯილდა აკაკის ასული
გამოცემის თარიღი: 3-Jan-2019
რეზიუმე: ზემოჭალაში როცა აბაშიძეების მოურავის, ალექსი სოსოს ძე ლაცაბიძის, ვაჟი გიორგი და პელაგია დიმიტრის ასული ნოზაძე უღლდებოდნენ, სუფრის თავკაცობა დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძეს ხვდა წილად. ქორწილში წყვილს ლანგარი მიუტანა თავადმა და ჩუქებამდე სახალხოდ დასძინა, რომ ის მათთან ძალიან ძვირადღირებული საჩუქრით იყო მისული. აღნიშნულმა დამსწრე საზოგადოება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მოგვიანებით მიტო აბაშიძემ დაამატა, რომ ის თავისი საჩუქრის განსაკუთრებულობაში ყველას დაარწმუნებდა. თავადის თქმით, მის მიერ მიტანილი საჩუქარი არ ტყდებოდა. როცა ხალხი ჯერ კიდევ გაოგნებას ვერ მალავდა, მიტუშამ მუსიკის დაკვრა ითხოვა, თავისი ლანგარი ამოატრიალა, დადო მეფე-დედოფლის მაგიდაზე და საჩუქარს შემდგარმა კაცმა ცეკვა დაიწყო. მოკლედ, თამადამ დაიწყო ცეკვა და ქორწილიც დაიწყო... თურმე დიდხანს უცეკვია თავადს ლანგარზე და თან ისე, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ დამჩნევია საჩუქარს. დღეს ეს ლანგარი სურამში, გიორგის და პელაგიას შვილიშვილის, ჯილდა აკაკის ასულ გელაშვილის, კომლშია, ხილის სიმცირეს არ უჩივის და განსაკუთრებით, ანუ ნაძვის ხესავით, მშვენდება ახალ წელს. მოცემული კერის წევრებს დღემდე ჯერათ, რომ თუ მიტუშა აბაშიძის ნაჩუქარ და აცეკვებულ ლანგარს არ მოაკლდება სილამაზე, სიტკბო, არც მათ მოაკლდებათ სიყვარული, სიკეთე და სითბო.
აღწერილობა: გადაღების ადგილი – დაბა სურამი
მფლობელი: ზურაბ ჭიქაბერიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Zurab_Chikaberidze_92.jpg202.17 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება