ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293217
სათაური: ბორის (მორის) მელაძე კოლეგებთან ერთად
სხვა სათაური: მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მელაძე, ბორის (მორის)
ანჯაფარიძე, ზურაბი ივანეს ძე (1928-1997)
სოლისტი (დრამატული ტენორი)
მითაიშვილი, ვახტანგი (1941-2018)
სოლისტი
დოლიძე, გაიანე (1934)
სოლისტი (სოპრანო)
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ჭყონია, ლამარა (1930)
სოლისტი (ლირიკული-კოლორატული სოპრანო)
ფხაკაძე, ამირან
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: ზურაბ ანჯაფარიძე (12.04.1928, ქუთაისი-12.04.1997) – მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე, 1952-1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959-1970 წლებში - სსრკ დიდი თეატრის სოლისტი. 1970-იდან კვლავ ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს უბრუნდება; ვახტანგ მითაიშვილი (1941-01.2018) – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. გაიანე დოლიძე (12.04.934) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. მუშაობდა საკავშირო ფილარმონიასა და ექსპერიმენტულ (კამერულ) თეატრში; 1957-1966 წწ. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (სოპრანო); 1967 წელს შემოქმედებითი მივლინებით იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში; 1970-1981 წწ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი; გახმოვანებული აქვს, მხატვრული ფილმები: „აბეზარა“, „ჩრდილი გზაზე“, „ეთერის სიმღერა“, „მე შევხვდი ქალიშვილს“ (აზერბაიჯანული კინო-ფილმი); გასტროლებით იმოგზაურა პოლონეთსა და ალბანეთში. ქუთაისის ოპერის პრიმადონა. ლამარა გრიგოლის ასული ჭყონია (27.12.1930, ბათუმი) – საქართველოს სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი (ლირიკული-კოლორატული სოპრანო), სსრკ-ს სახალხო არტისტი (1976). 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გ. გოგიჩაძის კლასი, ადრე მეცადინეობდა ვ. ქაშაკაშვილი). მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, იყო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლამარა ჭყონიას აქვს ლამაზი ტემბრის ხმა, სრულყოფილი ვოკალური ტექნიკა. ის მრავალი კონკურსის ლაურეატია: ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია, ჯაკომო პუჩინი ჩიო-ჩიო სანის პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის; პრაღის ვოკალისტთა, სოფიისა და გლინკას სახელობის კონკურსის ლაურეატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. ბორის (მორის) მელაძე - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.
მფლობელი: ბორის (მორის) მელაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
B. MELADZE 0090.jpgრექტო98.1 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება