ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293218
სათაური: ბორის (მორის) მელაძე კოლეგებთან ერთად
სხვა სათაური: მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მელაძე, ბორის (მორის)
სოლისტი
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ანჯაფარიძე, ზურაბ ივანეს ძე (1928-1997)
სოლისტი (დრამატული ტენორი)
მითაიშვილი, ვახტანგ (1941-2018)
დოლიძე, გაიანე
სოლისტი (სოპრანო)
ჭყონია, ლამარა
სოლისტი (ლირიკული-კოლორატული სოპრანო)
ტორონჯაძე, გივი (1953)
სოლისტი (ლირიკული ტენორი)
ბერულავა, ზანდა
ფხაკაძე, ამირან
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: ზურაბ ანჯაფარიძე (12.04.1928, ქუთაისი-12.04.1997) – მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე, 1952-1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959-1970 წლებში - სსრკ დიდი თეატრის სოლისტი. 1970-იდან კვლავ ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს უბრუნდება; ვახტანგ მითაიშვილი (19**-01.2018) – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. გაიანე დოლიძე (12.04.934) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. მუშაობდა საკავშირო ფილარმონიასა და ექსპერიმენტულ (კამერულ) თეატრში; 1957-1966 წწ. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (სოპრანო); 1967 წელს შემოქმედებითი მივლინებით იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში; 1970-1981 წწ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი; გახმოვანებული აქვს, მხატვრული ფილმები: „აბეზარა“, „ჩრდილი გზაზე“, „ეთერის სიმღერა“, „მე შევხვდი ქალიშვილს“ (აზერბაიჯანული კინო-ფილმი); გასტროლებით იმოგზაურა პოლონეთსა და ალბანეთში. ქუთაისის ოპერის პრიმადონა. ლამარა გრიგოლის ასული ჭყონია (27.12.1930, ბათუმი) – საქართველოს სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი (ლირიკული-კოლორატული სოპრანო), სსრკ-ს სახალხო არტისტი (1976). 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გ. გოგიჩაძის კლასი, ადრე მეცადინეობდა ვ. ქაშაკაშვილი). მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, იყო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლამარა ჭყონიას აქვს ლამაზი ტემბრის ხმა, სრულყოფილი ვოკალური ტექნიკა. ის მრავალი კონკურსის ლაურეატია: ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია, ჯაკომო პუჩინი ჩიო-ჩიო სანის პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის; პრაღის ვოკალისტთა, სოფიისა და გლინკას სახელობის კონკურსის ლაურეატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. ბორის (მორის) მელაძე - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი. გივი ტორონჯაძე (28.08.1923) – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1942-1945 წწ. იყო ქ. ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობი; 1951 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი), ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი და დირექტორი;
აღწერილობა: ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.
მფლობელი: ბორის (მორის) მელაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
B. MELADZE 0091.jpgრექტო114.08 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება