Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293220
Title: ვაჟა კუბლაშვილი, დავით ბადრიძე და ბორის (მორის) მელაძე
Other Titles: მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
სტუდიური ფოტო
კუბლაშვილი, ვაჟა ვარლამის ძე (1930-2004)
სოლისტი (ტენორი)
ბადრიძე, დავით გიორგის ძე (1899-1987)
სოლისტი (ლირიკული ტენორი)
მელაძე, ბორის (მორის)
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
საქართველოს დამსახურებული არტისტი
Issue Date: 2019
Abstract: ვაჟა კუბლაშვილი (01.09.1930) – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი (ტენორი) – 1968-2004 წწ.; საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2003 წელს გაიხსნა ვაჟა კუბლაშვილის ვარსკვლავი ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წინ. მომღერალ რამაზ კუბლაშვილის მამა. დავით ბადრიძე (04.04.1899, ქუთაისი - 26.01.1987, მოსკოვი) – ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი. ბორის (მორის) მელაძე - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
Description: ფოტოზე: ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი ბორის (მორის) მელაძე კოლეგასთან, ვაჟა კუბლაშვილთან და მათ პედაგოგთან, დავით ბადრიძესთან ერთად. ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.
Owner: ბორის (მორის) მელაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
B. MELADZE 0060.jpgრექტო125.79 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.