ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293220
სათაური: ვაჟა კუბლაშვილი, დავით ბადრიძე და ბორის (მორის) მელაძე
სხვა სათაური: მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
სტუდიური ფოტო
კუბლაშვილი, ვაჟა ვარლამის ძე (1930-2004)
სოლისტი (ტენორი)
ბადრიძე, დავით გიორგის ძე (1899-1987)
სოლისტი (ლირიკული ტენორი)
მელაძე, ბორის (მორის)
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
საქართველოს დამსახურებული არტისტი
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: ვაჟა კუბლაშვილი (01.09.1930) – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი (ტენორი) – 1968-2004 წწ.; საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2003 წელს გაიხსნა ვაჟა კუბლაშვილის ვარსკვლავი ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წინ. მომღერალ რამაზ კუბლაშვილის მამა. დავით ბადრიძე (04.04.1899, ქუთაისი - 26.01.1987, მოსკოვი) – ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი. ბორის (მორის) მელაძე - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
აღწერილობა: ფოტოზე: ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი ბორის (მორის) მელაძე კოლეგასთან, ვაჟა კუბლაშვილთან და მათ პედაგოგთან, დავით ბადრიძესთან ერთად. ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.
მფლობელი: ბორის (მორის) მელაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
B. MELADZE 0060.jpgრექტო125.79 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება