ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293853
სათაური: | მელიტონ კელენჯერიძე და დია ჩიანელი სტუდენტებთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჩხეიძე, დავით მელიტონის ძე (1890-1937) კელენჯერიძე, მელიტონ სპირიდონის ძე (1864-1942) |
რეზიუმე: | მელიტონ კელენჯერიძე - დეკანოზი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა. |
აღწერილობა: | ცენტრში ძის მელიტონ კელენჯერიძე. მესამე რიგში მარცხნიდან მეორე დგას - დია ჩიანელი. გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ინეზა ავალიანი - შემოქმედებითი სახლის "ჯარისკაცის მამა" |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
page-0002_4-მელიტონ კელენჯერიძე.jpg | 250.11 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება