ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/298910
სათაური: | ეპისკოპოსი ლეონიდე და პატრიარქი კირიონ მეორე |
ავტორები: | Здобнов Д ზდობნოვი, დ. |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო კირიონ მეორე (ერისკაცობაში – გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) (1860-1921) ეპისკოპოსი პატრიარქი სამოქალაქო პირი ანაფორა სანქტ-პეტერბურგი |
გამოცემის თარიღი: | 1906 |
რეზიუმე: | ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წლებში. 1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაშიმართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1918-იდან გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისისმიტროპოლიტი. მას ეკუთვნის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხებზე შექმნილი არაერთი ნაშრომი. კირიონ II (ერისკაცობაში – გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი- ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917-1918 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს წმიდანადაა შერაცხული. |
აღწერილობა: | ფოტო გადაღებულია სანქტ-პეტერბურგში |
მფლობელი: | მანანა ქუთათელაძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Leonide oqropiridze da kition sadzaglishvili.JPG | 151.87 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება