ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/302741
Title: | მანანა პაპავა პოეტებთან - გიორგი ლეონიძესთან და გიორგი სამხარაძესთან შეხვედრაზე |
Other Titles: | მანანა პაპავას ფოტოალბომიდან |
Authors: | მაღლაფერიძე, ბ. |
Keywords: | ჯგუფური ფოტო პაპავა, მანანა შოთას ასული (1952) ლეონიძე, გიორგი (გოგლა) ნიკოს ძე (1900-1966) სამხარაძე, გიორგი (1910-1982) პოეტი პიონერი ყელსახვევი მოსწავლე თაიგული მოსწავლის ფორმა ქუდი ცილინდრი |
Issue Date: | 31-May-1963 |
Abstract: | გოგლა ლეონიძე (8.01.1900, პატარძეული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - 09.08.1966, თბილისი) – მწერალი, პოეტი, ენათმეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მიღებული აქვს: სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა. გიორგი სამხარაძე (25.01.1910-26.04.1982) - პოეტი. პედაგოგი. იყო: გაზეთი „ინდუსტრიული ქუთაისის“ პასუხისმგებელი მდივანი 1942-1944 წ.წ.; საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი 1944-1955 წ.წ.; 1958 წლიდან ქუთაისის დრამატული თეატრის დირექტორი. პირველი პოეტური კრებული „საქართველოს ლაჟვარდები“ გამოაქვეყნა 1947 წელს. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ ენებზე. მანანა პაპავა (11.05.1952) - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებელი. |
Description: | ფოტო მოგვაწოდა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელმა ნინო სიმონგულოვმა. |
Owner: | მანანა პაპავა |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
M.Papava 0045.jpg | რექტო | 147.35 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.