ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303296
სათაური: ვალერიან ხარაბაძე ხაშურის პირველი სკოლის ბიოლოგიის კაბინეტში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხარაბაძე, ვალერიან ბენიამინის ძე (1902-1970)
ხაშური
ხაშურის პირველი სკოლა
იმნაძე, ეპიფანე მაქსიმეს ძე (1894-1975)
ზუმბაძე, გ
ბერეჟიანი, სალომე
გამოცემის თარიღი: 1930
რეზიუმე: ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) - ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით. დავით ნადირაძე - გორის მაზრის განათლების განყოფილების გამგე. ეპიფანე იმნაძე (1894-1975) - საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგი, ლენინის ორდენოსანი მასწავლებელი.
აღწერილობა: მასწავლებელთა დახელოვნების კურსები. მუშაობა ხაშურის პირველი საშუალო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტში. დგანან სკოლის დირექტორი გ. ზუმბაძე, ეპიფანე იმნაძე, სალომე ბერეჟიანი (დახელოვნების ინსტიტუტიდან) და ვალერიან ხარაბაძე. 1930 წელი.
მფლობელი: მორის დანდურიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Goderdzi_Bolkvadze010.jpg234 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება