ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/304826
სათაური: | ჯუნის ონიანი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ონიანი, ჯუნის იოსების ძე (1926-2012) |
გამოცემის თარიღი: | 1980 |
რეზიუმე: | ჯუნის იოსების ძე ონიანი - დაიბადა 1926 წლის 29 მარტს, ლენტეხის რაიონ სოფელ ჟახუნდერში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგაც 1944-1948 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჯუნის ონიანმა საზოგადოებრივი საქმიანობა ლენტეხის რაიონში დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგედ, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, სიცოცხლის ბოლომდე კი მშობლიურ სოფელში სკოლის დირექტორად. ჯუნის ონიანი ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. 1969 წელს პროფესორ ვერა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (სვანური „მურყვამობა-კვირიაობა“)“. ჯუნის ონიანს ცოლად ჰყავდა პროფესიით პედაგოგი ქალბატონი, ალექსანდრა. წყვილს შეეძინა სამი შვილი: რამაზი, ავაგი და ხორეშანი. იგი დაჯილდოვებული იყო მედლებით სხვადასხვა შრომითი საქმიანობის ღირსეულად შესრულების გამო. ჯუნის ონიანი გარდაიცვალა 2012 წლის 23 მაისს. დაკრძალულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. |
მფლობელი: | როზეტა გუჯეჯიანი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Junis_Oniani006.jpg | 112.91 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება