ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313506
სათაური: გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმი ვანში - Музей Галактиона Табидзе - The Galaktion Tabidze Memorial Museum
სხვა სათაური: საქართველოს ქალაქები
ვანი
Ванский раион
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმი
Музей Галактиона Табидзе
The Galaktion Tabidze Memorial Museum
ვანი
ტაბიძე, გალაკტიონ ვასილის ძე (1891-1959)
გამოცემის თარიღი: 1987
რეზიუმე: გალაკტიონ ტაბიძე (17.11.1891-17.03.1959) - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ და „არტისტული ყვავილები“ ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
აღწერილობა: მოკლე საინფორმაციო ბუკლეტი ვანის რაიონზე, 12 ბარათით.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI=0060b.jpgვერსო32.09 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI=0060a.jpgრექტო89.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება