Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313506
Title: გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმი ვანში - Музей Галактиона Табидзе - The Galaktion Tabidze Memorial Museum
Other Titles: საქართველოს ქალაქები
ვანი
Ванский раион
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმი
Музей Галактиона Табидзе
The Galaktion Tabidze Memorial Museum
ვანი
ტაბიძე, გალაკტიონ ვასილის ძე (1891-1959)
Issue Date: 1987
Abstract: გალაკტიონ ტაბიძე (17.11.1891-17.03.1959) - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ და „არტისტული ყვავილები“ ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
Description: მოკლე საინფორმაციო ბუკლეტი ვანის რაიონზე, 12 ბარათით.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI=0060b.jpgვერსო32.09 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI=0060a.jpgრექტო89.75 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.