ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგებში. ჟურნალში იბეჭდება გამოუქვეყნებელი სამეცნიერო კვლევები შემდეგ დარგებში/ქვედარგებში: პრეისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი და უახლესი ისტორია, ცივილიზაციის ისტორია, რელიგიის ისტორია, სოციალურ-ეკონომიკური ისტორია, დიპლომატიის ისტორია, პოლიტიკური აზრის ისტორია, ხელოვნების ისტორია, ისტორიის ფილოსოფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიული აზრის ისტორია, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, გენეალოგია, ჰერალდიკა, მეტროლოგია, გლიპტიკა, ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა, მითოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია. ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. ჟურნალი ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ ელექტრონული გამოცემების სისტემას OJS-ს (Open Journal Sistems). OJS პროგრამა არსებობს როგორც ავტორების, ასევე ჟურნალების მომსახურებისათვის. OJS უზრუნველყოფს არა მარტო წარდგენის პროცესის ადვილად წარმართვას, მას შეუძლია შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია ავტორებისა და მათი შრომების შესახებ კვლევისა და ციტირების მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა Google Scholar, PubMed, DOAJ (the Directory of Open Access Journals) და სხვა.
The journal “History, Archaeology, Ethnology” is an international, scientific peer-reviewed electronic publication. The aim of the journal is to provide the scientific society with information about latest researches in history, archaeology and ethnology. Also it publishes scientific researches in the following fields/subfields: Prehistory, The History of the Ancient World, Medieval History, Modern and Contemporary History, History of Civilization, History of Religion, Social and Economic History, History of Diplomacy, History of Political Thought, Art History, The Philosophy of History, Source Studies,The History of Historical Thought, Historiography, Chronology, Historical Geography, Genealogy, Heraldry, Metrology, Glyptic, Numismatics, Bonistics, Paleography, Diplomatics, Sphragistics, Epigraphy, Mythology, Archaeology, Ethnography, Ethnology, Cultural Anthropology. The journal publishes papers of international scientific conferences (forums, symposiums etc.), reports of scientific expeditions and reviews.
წინასწარი დათვალიერება | გამოცემის თარიღი | სათაური | ავტორი / ავტორები |
---|---|---|---|
2021 | ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია N6 | - | |
2021 | ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია N5 | - | |
2020 | ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია N4 | - | |
2020 | ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია N3 | - | |
2019 | ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია N2 | - | |
2018 | ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია N1 | - |