Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/346550
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2021-10-26T07:45:44Z-
dc.date.available2021-10-26T07:45:44Z-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/346550-
dc.description.abstractივანე გივის ძე ამილახვარი - რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896). 1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853–1856) დროს — კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ „Кавказский сборник“, 1908-1909, т.26-29.). ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. ივანე სიმონის ძე კვინიტაძე - რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1877), კავკასიის ომისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის აქტიური მონაწილე. 1839 წელს ჩაირიცხა დაღესტნის მილიციაში და თავი გამოიჩინა შამილის სიმაგრის, ახულგოს იერიშში. მონაწილეობდა ღუნიბის აღებაში (1859). სიცოცხლის ბოლომდე ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. დაკრძალელია კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანში. მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1873), ასევე წმინდა ანას მე-3 და მე-4, წმინდა სტანისლავის მე-2 და მე-3, წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენები და სხვა საბრძოლო ჯილდოები. ვაჟიშვილი გიორგი კვინიტაძე იყო შემდგომში გენერალი.en_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subjectამილახვარი, ივანე გივის ძე (1829-1905)en_US
dc.subjectგენერალიen_US
dc.subjectკვინიტაძე, ივანე სიმონის ძე (1825-1897)en_US
dc.titleივანე ამილახვარი და ივანე კვინიტაძეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Kvinitadze-101.jpg300.15 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.