ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/34926
სათაური: თბილისის 46-ე სკოლის II გამოშვება 1940/41 წწ.
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ავალიშვილი, იოსებ (სოსო) გიორგის ძე (1886-1979)
რეზიუმე: იოსებ ავალიშვილი - მათემატიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1913 წელს ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (წმინდა მათემატიკის სექცია). წლების განმავლობაში იგი გახლდათ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და საფინანსო ეკონომიური ინტიტუტის დოცენტი. 1934 წელს უნივერსიტეტში შექმნილი მისთვის მიუღებელი გარემოს გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა უნივერსიტეტი. მსახურობდა როგორც მათემატიკისა და საფინანსო დარგის ლექტორი და მასწავლებელი თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ორი წელი გიორგევსკში და ერთი წელი გურჯაანში როგორც მათემატიკის პედაგოგი და ლექტორი. დააარსა თბილისში "საბუხჰალტრო " (საბუღალტრო) კურსები, სადაც ბევრი უფასოდ იღებდა განათლებას უსახსრობის გამო. გახლდათ საფინანსო ნაწილის გამგე სახელმწიფო უნივერსიტეტში (1922-1925) და თბილისის ზოგიერთ სხვა ცნობილ დაწესებულებებში. იოსებ ავალიშვილი არის ავტორი პირველი მათემატიკური ტერმინების ლექსიკონისა, ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული, რომელიც საკუთარი სახსრებით გამოსცა 1917 წელს, აგრეთვე ავტორია სახლემძღვანელოებისა მათემატიკისა და საფინანსო დარგებში. მთავრობის მიერ დაჯილოდოებული იყო მედლით “შრომითი წარჩინებისათვის”. (მამა – თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ავალიშვილი; დედა – თავადი ეკატერინე ესტატეს ასული ციციშვილი ერეკლე II–ის შთამომავალი გახლდათ მარიამ ბატონიშვილის მხრიდან)
აღწერილობა: მაღლიდან მეორე რიგში, მარჯვნიდან მეოთხე: იოსებ ავალიშვილი
მფლობელი: თამარ დათუაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Photos-006.jpg224.17 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება