Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35007
Title: | თებრო ნონიაშვილი, სოფო დათუაშვილი, ალექსი დათუაშვილი, ეთერ დათუაშვილი, ნატო დათუაშვილი და გიორგი დათუაშვილი |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ჩოხა ჩიხტიკოპი ნონიაშვილი-დათუაშვილი, თებრო ისაკის ასული (1872 -1957) დათუაშვილი, სოფიო ალექსის ძე დათუაშვილი, ალექსი ნასყიდას ძე (1868-1958) დათუაშვილი, ეთერი ალექსის ასული დათუაშვილი, ნატო ალექსის ასული დათუაშვილი, გიორგი ალექსის ძე (1907-1983) |
Abstract: | თებრო დათუაშვილი - სახალხო მკურნალი, ცნობილი არა მარტო სოფელ ჩუმლაყში, სადაც ის ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, არამედ მთელი კახეთის რეგიონში. ალექსი დათუაშვილი - გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მამასახლისი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მამასახლისი არ ინიშნებოდა, მას ირჩევდნენ სოფლის მაცხოვრებლები. მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოებრივ ღონისძიებებში. გიორგი დათუაშვილი - აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. ჯერ კიდევ ტექნიკუმში სწავლის პერიოდში გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიში, რაც სპეციალისტების მიერ აღიარებული იყო როგორც საკანდიდატო სადისერტაციო შედეგი. ამის შემდეგ გ. დათუაშვილმა დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, შემდეგ ასპირანტურა და მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იგი იყო საქართველოს მევენახეობის უფროსი, შესაბამისი განყოფილების გამგე სამტრესტში. 30-იან წლებში მან პირველმა შემოიტანა საქართველოში ვაზის შამპანური ჯიშები. გ. დათუაშვილი ავტორია რიგი სამეცნიერო შრომებისა და ორი საბავშვო მოთხრობების კრებულის, რომელიც მსოფლიო ბუნების საინტერესო მოვლენების ლიტერატურული გადმოცემის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. "მიღებული აქვს მთავრობის ჯილოდოები.” |
Description: | მარცხნიდან ზის: თებრო ნონიაშვილი, სოფო დათუაშვილი, ალექსი დათუაშვილი, ეთერ დათუაშვილი. დაბლა სხედან მარცხნიდან: ნატო და გიორგი დათუაშვილები. ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია |
Owner: | თამარ დათუაშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Untitled-5.jpg | 182.15 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.