Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/356901
Title: | მოსკოვი - Москваа |
Other Titles: | მსოფლიო ქალაქები |
Authors: | Костенко, Г. |
Keywords: | ღია საფოსტო ბარათი საახალწლო მისალოცი ბარათი მოსკოვი Москва С Новым годом! გილოცავთ ახალ წელს მისალოცი ბარათი |
Issue Date: | 1973 |
Publisher: | Издательство «ПЛАНЕТА», Москва |
Citation: | Пересылке по почте в открытом виде не подлежит = იგი არ ექვემდებარება ფოსტით გადაგზავნას ღია ფორმით |
Abstract: | მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) - რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის რუსეთის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრისათვის - 11 612 943 კაცი; ახალ საზღვრებში - 2012 წლის 1 სექტემბრისათვის 11 911 100 კაცი), მთლიანად ევროპაში მდებარე ქალაქებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, შედის მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქების პირველ ათეულში. მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის ცენტრი. |
Description: | მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსეთის სამეფოს, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიული დედაქალაქი. გმირი ქალაქი. მოსკოვში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოები (საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უცხოური სახელმწიფოების საელჩოები, დიდი რუსული კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების უმეტესობის შტაბ-ბინები. ჟურნალი Foreign Policy 2010 წელს მოსკოვს ასახელებს 25-ე ადგილზე გლობალურ ქალაქებს შორის, რომელთაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში[12]. მდებარეობს მდინარე მოსკოვზე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. მოსკოვი, როგორც ფედერაციის სუბიექტი ესაზღვრება მოსკოვისა და კალუგის ოლქებს. მოსკოვი - მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[13]. ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. ქალაქს ემსახურება 5 აეროპორტი, 9 სარკინიგზო სადგური, 3 საზღვაო პორტი (გააჩნია სამდინარო კავშირები ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების აუზის ზღვებთან). 1935 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს მეტროპოლიტენი. |
Owner: | ლოლიტა ჭოლაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
BARATI 0094 b.jpg | ვერსო | 44.69 kB | JPEG | View/Open |
BARATI 0094 a.jpg | რექტო | 140.96 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.