ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/356901
სათაური: მოსკოვი - Москваа
სხვა სათაური: მსოფლიო ქალაქები
ავტორები: Костенко, Г.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
საახალწლო მისალოცი ბარათი
მოსკოვი
Москва
С Новым годом!
გილოცავთ ახალ წელს
მისალოცი ბარათი
გამოცემის თარიღი: 1973
გამომცემელი: Издательство «ПЛАНЕТА», Москва
ციტატა: Пересылке по почте в открытом виде не подлежит = იგი არ ექვემდებარება ფოსტით გადაგზავნას ღია ფორმით
რეზიუმე: მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) - რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის რუსეთის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრისათვის - 11 612 943 კაცი; ახალ საზღვრებში - 2012 წლის 1 სექტემბრისათვის 11 911 100 კაცი), მთლიანად ევროპაში მდებარე ქალაქებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, შედის მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქების პირველ ათეულში. მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის ცენტრი.
აღწერილობა: მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსეთის სამეფოს, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიული დედაქალაქი. გმირი ქალაქი. მოსკოვში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოები (საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უცხოური სახელმწიფოების საელჩოები, დიდი რუსული კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების უმეტესობის შტაბ-ბინები. ჟურნალი Foreign Policy 2010 წელს მოსკოვს ასახელებს 25-ე ადგილზე გლობალურ ქალაქებს შორის, რომელთაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში[12]. მდებარეობს მდინარე მოსკოვზე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. მოსკოვი, როგორც ფედერაციის სუბიექტი ესაზღვრება მოსკოვისა და კალუგის ოლქებს. მოსკოვი - მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[13]. ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. ქალაქს ემსახურება 5 აეროპორტი, 9 სარკინიგზო სადგური, 3 საზღვაო პორტი (გააჩნია სამდინარო კავშირები ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების აუზის ზღვებთან). 1935 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს მეტროპოლიტენი.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0094 b.jpgვერსო44.69 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0094 a.jpgრექტო140.96 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება