ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35715
სათაური: სტალინი, კამენევი, ურატაძე და საღირაშვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს
საკვანძო სიტყვები: აფხაზი, რომან
ნახატი
სტალინი (ჯუღაშვილი), იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953)
ურატაძე, გრიგოლ ილარიონის ძე (1880-1959)
კამენევი, (როზენფელდი) ლევ ბორისის ძე (1883-1936)
Каменев (Розенфельд), Лев Борисович (1883-1936)
საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
სამშვიდობო ხელშეკრულება
მოსკოვის ხელშეკრულება
სოციალ-დემოკრატები
ბოლშევიკები
რეზიუმე: ნახტზე ასახულია ერთ-ერთი სცენა მოლაპარაკებიდან, რომელიც 1920 წლის 7 მაისს ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა და საბჭოთა რუსეთმა დე იურე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. აფხაზი, რომან – ქართველი ემიგრანტი, მხატვარი. დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". გრიგოლ ურატაძე – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი. იოსებ სტალინი – სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. ბოლშევიკი. საბჭოთა სახელმწიფოს ერთპიროვნული ხელმძღვანელი თითქმის 30 წლის განმავლობაში. ლევ კამენევი – საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ბოლშევიკი. დახვრიტეს 1936 წელს.
აღწერილობა: რომან აფხაზის მიერ 1974 წელს, როი დე ლონის დისერტაციისთვის (სტალინი და სოციალ-დემოკრატიზმი 1905-1922 წწ.: დ. საღირაშვილის პოლიტიკური დღიურები) სპეციალურად შექმნილი ერთ-ერთი ნახატის ფოტოასლი. მარცხნიდან: დავით საღირაშვილი, გრიგოლ ურატაძე, ლევ კამენევი და იოსებ სტალინი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.10(5)_verso.jpg703.01 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება