ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35780
სათაური: ნიკოლოზ (კოლია) ჟღენტი, პიერ ლერუა
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჟღენტი, ნიკოლოზ მელქისედეკის ძე (1907-1972)
ლერუა, პიერ
გამოცემის თარიღი: 1962
რეზიუმე: ნიკოლოზ ჟღენტი – ტექნოლოგი. საქართველოს განათლების სახალხო კომიტეტის გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგე. თელავის მიწგანის აგრონომი. თბილისის შამპანკომბინატის დირექტორის მოადგილე, დირექტორი (1936-1958). თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორი (1958-1972). 1936 წელს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით საფრანგეთში შამპანური ღვინოების წარმოების შესასწავლად. მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "მაგარაჩ"–ის ფილიალის დირექტორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ყურძნის ჯიშების "პინოს", და "შარდონეს" დანერგვაში. შექმნა ღვინოები – "ატენური", "ხიდისთავური", "სვირი", "მუხრანული". თანაავტორია წიგნის "საბჭოთა შანპანური" და ავტორია მონოგრაფიის "შამპანურის წარმოება საქართველოში". საქართველოს საპატიო მეღვინე. დაჯილდოებულია საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით. შრომის წითელი დროშის ორი ორდენით და მედლით. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი. პიერ ლერუა – ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი
აღწერილობა: მარცხნიდან მესამე: პიერ ლერუა. მარჯვნიდან მესამე წინა რიგში ნიკოლოზ ჟღენტი
მფლობელი: მატილდა ჟღენტი–იოსელიანი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Jgenti_02.jpg292.82 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება