ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35790
სათაური: | ნიკოლოზ (კოლია) ჟღენტი, ივანე კახიძე |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ჟღენტი, ნიკოლოზ მელქისედეკის ძე (1907-1972) კახიძე, ივანე ივანე ძე (1907-1978) |
რეზიუმე: | ნიკოლოზ ჟღენტი – ტექნოლოგი. საქართველოს განათლების სახალხო კომიტეტის გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგე. თელავის მიწგანის აგრონომი. თბილისის შამპანკომბინატის დირექტორის მოადგილე, დირექტორი (1936-1958). თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორი (1958-1972). 1936 წელს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით საფრანგეთში შამპანური ღვინოების წარმოების შესასწავლად. მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "მაგარაჩ"–ის ფილიალის დირექტორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ყურძნის ჯიშების "პინოს", და "შარდონეს" დანერგვაში. შექმნა ღვინოები – "ატენური", "ხიდისთავური", "სვირი", "მუხრანული". თანაავტორია წიგნის "საბჭოთა შანპანური" და ავტორია მონოგრაფიის "შამპანურის წარმოება საქართველოში". საქართველოს საპატიო მეღვინე. დაჯილდოებულია საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით. შრომის წითელი დროშის ორი ორდენით და მედლით. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი. ივანე კახიძე – ოჩხამურის საბჭოთა მეურნეობის სატრაქტორო– სამანქანო ბაზის ტექნიკური დირექტორი. სამტრესტის მებაღეობა–მევენახეობის მექანიზაციის ოფროსი ინსპექტორი. ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორი. თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორი (1950-1958) სამტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორი. იყო რექსპუბლიკის დამსახურებული პენსიონერი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები |
აღწერილობა: | მარცხნიდან დგას: ივანე კახიძე. მარჯვნიდან მეორე ზის ნიკოლოზ ჟღენტი |
მფლობელი: | მატილდა ჟღენტი–იოსელიანი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Jgenti_10.jpg | 208.32 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება