Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35904
Title: წერილი დავით საღირაშვილისადმი
Authors: კობახიძე, გივი
Keywords: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
კობახიძე, გივი ალექსანდრეს ძე (1919-1991)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ნიუ-იორკი
ამერიკის შეერთებული შტატები
საღირაშვილი, შოთა დავითის ძე (1929)
საღირაშვილი-დე ლონ, ეთერ დავითის ასული (1935)
საირენონ–საღირაშვილისა, ალმა ერიკის ასული (1895-...)
გოლდმანი, ილია იაკობის ძე
ახმეტელი, მიხეილ (მიშა) მიხეილის ძე (1895-1963)
ნანუაშვილი, ივანე (ვანო)
ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962)
სტალინი (ჯუღაშვილი), იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953)
ჰიტლერი (შიკლგრუბერი), ადოლფ (1889-1945)
ვოლი
Issue Date: 28-Nov-1954
Abstract: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". გივი ალექსანდრეს ძე კობახიძე – ქართველი ემიგრანტი, ექიმი, პედაგოგი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მეცნიერი. რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ხელმძღვანელი. ალმა საირანენი – დავით საღირაშვილის მეუღლე. ეთერ და შოთა საღირაშვილები – დავით საღირაშვილის შვილები. მიხეილ ახმეტელი – აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან . გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში. მეგობრობდა გრაფ შულენბურგთან. ივანე ნანუაშვილი – ქართველი ემიგრანტი, კადეტთა კორპუსის ჯარისკაცი. იბრძუდა საქართველოს (1921 წელს) და პოლონეთის (1939 წელს) დამოუკიდებლობისთვის.
Description: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ნიუ-იორკიდან. მოხსენიებული პირები: ილია გოლდმანი, ვანო ნანუაშვილი, ვოლი, ეთერ საღირაშვილი, შოთა საღირაშვილი, ალმა საირანენი, მიხეილ ახმეტელი, დათა ვაჩნაძე, სტალინი, იტლერი.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დავით საღირაშვილის არქივი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
23.4(6)_recto.jpgრექტო802.58 kBJPEGThumbnail
View/Open
23.4(6)_verso.jpgვერსო894.57 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.