ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35904
სათაური: | წერილი დავით საღირაშვილისადმი |
ავტორები: | კობახიძე, გივი |
საკვანძო სიტყვები: | საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962) კობახიძე, გივი ალექსანდრეს ძე (1919-1991) წერილი ხელნაწერი ემიგრანტი ემიგრაცია ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატები საღირაშვილი, შოთა დავითის ძე (1929) საღირაშვილი-დე ლონ, ეთერ დავითის ასული (1935) საირენონ–საღირაშვილისა, ალმა ერიკის ასული (1895-...) გოლდმანი, ილია იაკობის ძე ახმეტელი, მიხეილ (მიშა) მიხეილის ძე (1895-1963) ნანუაშვილი, ივანე (ვანო) ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962) სტალინი (ჯუღაშვილი), იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953) ჰიტლერი (შიკლგრუბერი), ადოლფ (1889-1945) ვოლი |
გამოცემის თარიღი: | 28-Nov-1954 |
რეზიუმე: | დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". გივი ალექსანდრეს ძე კობახიძე – ქართველი ემიგრანტი, ექიმი, პედაგოგი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მეცნიერი. რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ხელმძღვანელი. ალმა საირანენი – დავით საღირაშვილის მეუღლე. ეთერ და შოთა საღირაშვილები – დავით საღირაშვილის შვილები. მიხეილ ახმეტელი – აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან . გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში. მეგობრობდა გრაფ შულენბურგთან. ივანე ნანუაშვილი – ქართველი ემიგრანტი, კადეტთა კორპუსის ჯარისკაცი. იბრძუდა საქართველოს (1921 წელს) და პოლონეთის (1939 წელს) დამოუკიდებლობისთვის. |
აღწერილობა: | 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ნიუ-იორკიდან. მოხსენიებული პირები: ილია გოლდმანი, ვანო ნანუაშვილი, ვოლი, ეთერ საღირაშვილი, შოთა საღირაშვილი, ალმა საირანენი, მიხეილ ახმეტელი, დათა ვაჩნაძე, სტალინი, იტლერი. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დავით საღირაშვილის არქივი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
23.4(6)_recto.jpg | რექტო | 802.58 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
23.4(6)_verso.jpg | ვერსო | 894.57 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება