ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/359189
სათაური: ალექსანდრე მაჭავარიანი
საკვანძო სიტყვები: მაჭავარიანი, ალექსანდრე (1939)
ექიმი
გამოცემის თარიღი: 2017
რეზიუმე: ალექსანდრე მაჭავარიანი - 1958-1964 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, ხოლო 1967-72 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ”ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობა და თირკმელზედა ჯირკვლის მინერალკორტიკოიდული ფუნქცია წყლულოვანი დაავადების დროს”.1964-67 წწ ალექსანდრე მაჭავარიანი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კვაისას სამედიცინო ნაწილის თერაპევტი. 1972 წლიდან 2006 წლამდე იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად (1974 წ.). 2006 წლიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის გასტროენტეროლოგიის სექციის გასტროენეტეროლოგი.
მფლობელი: ელეფთერ ლაფაჩი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Elefter_Lafachi- (16).jpg232.04 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება