ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36003
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: ხინიკაძე, ჰუსეინ
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
ხინიკაძე, ჰუსეინ (ქობულეთელი)
Михайлов, Николай Филиппович (1897-1972)
მიხაილოვი, ნიკოლოზ ფილიპეს ძე (1897-1972)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
დამასკი
სირია
გამოცემის თარიღი: 10-Mar-1957
რეზიუმე: ჰუსეინ ხინიკაძე – ქართველი ემიგრანტი. გენერალი ნიკოლოზ მიხაილოვი – საბჭოთა გენერალი. 1942 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა კომიტეტს სახელწოდებით "სამშობლოში დაბრუნებისათვის". დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის".
აღწერილობა: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია დამასკიდან. მოხსენიებული პირი: ნიკოლოზ მიხაილოვი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(15)_recto.jpg545.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება