Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36031
Title: თამაზ მელიავა, დიმიტრი თაყაიშვილი
Keywords: ჯგუფური
მელიავა, თამაზ (1929-1972)
თაყაიშვილი, დიმიტრი (1919-1998)
Abstract: თამაზ მელიავა – 1948-1951 წლებში სწავლობდა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 1959 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად კიევის კინოსტუდიაში და "მოსფილმში". 1956 წლიდან რეჟისორად "მოსფილმში" და ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში. 1959 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). დიმიტრი თაყაიშვილი – სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში, 1938-44 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. 1944-45 წლებში მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატორიულ სახელოსნოში. მუშაობდა მთავარ მხატვრად მოსკოვის მოძრავი მუსიკალური (1945), ხოლო დამდგმელ მხატვრად მოსკოვის საოლქო მუსიკალურ (1946-47) და ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატულ (1947-47) თეატრებში. 1949-51 წლებში თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართული, 1952-57 წლებში ქუთაისის თეატრების მთვარი მხატვარია. 1955 წელს ქუთაისში დააარსა სამხატვრო სკოლა. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კივოსა და ტელევიზიის სახელოსნოს. 1976-86 წლებში ოყო მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი (1985). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). საქართველოს სახალხო მხატვარი (1985)
Description: მარცხნიდან: თაყაიშვილი დიმიტრი, მელიავა თამაზ
Owner: ელდარ შენგელაია
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Eldar Shengelaia-1 (13).jpg151.88 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.