ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36031
სათაური: თამაზ მელიავა, დიმიტრი თაყაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
მელიავა, თამაზ (1929-1972)
თაყაიშვილი, დიმიტრი (1919-1998)
რეზიუმე: თამაზ მელიავა – 1948-1951 წლებში სწავლობდა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 1959 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად კიევის კინოსტუდიაში და "მოსფილმში". 1956 წლიდან რეჟისორად "მოსფილმში" და ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში. 1959 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). დიმიტრი თაყაიშვილი – სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში, 1938-44 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. 1944-45 წლებში მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატორიულ სახელოსნოში. მუშაობდა მთავარ მხატვრად მოსკოვის მოძრავი მუსიკალური (1945), ხოლო დამდგმელ მხატვრად მოსკოვის საოლქო მუსიკალურ (1946-47) და ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატულ (1947-47) თეატრებში. 1949-51 წლებში თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართული, 1952-57 წლებში ქუთაისის თეატრების მთვარი მხატვარია. 1955 წელს ქუთაისში დააარსა სამხატვრო სკოლა. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კივოსა და ტელევიზიის სახელოსნოს. 1976-86 წლებში ოყო მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი (1985). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). საქართველოს სახალხო მხატვარი (1985)
აღწერილობა: მარცხნიდან: თაყაიშვილი დიმიტრი, მელიავა თამაზ
მფლობელი: ელდარ შენგელაია
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eldar Shengelaia-1 (13).jpg151.88 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება