Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/361
Title: | იუსტინე აბულაძე |
Keywords: | პორტრეტი აბულაძე, იუსტინე ირაკლის ძე (1874-1962) |
Abstract: | აბულაძე იუსტინე ირაკლის ძე - ქართველი საბჭოთა ფილოლოგი, ირანისტი და რუსთველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). სკკპ წევრი 1948–იდან. 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი (ქართ.–სომხ.–სპარს. ფილოლოგიის განხრით) აღმოსავლური ფონდების შესასწავლად 1901–1902 იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) და დასავლეთ ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. იყო საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე საზოგადიების მუზეუმის გამგე. 1918–იადან თსუ–ში კითხულობდა სპარსულ ენისა და ლიტერატურის კურსს, სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსულ ფილოლოგიის კათედრას. აბულაძე ქართულ–სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის ერთ–ერთი ფუძემდებელია. იკვლევდა „შაჰ–ნამეს“, „ვისრამიანს“, ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი შემდეგ პოემის პირველ საიბულიეო გამოცემას (1937) დაერთო. გამოსცა „შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები“ I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა „ვისრამიანის“ ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. აბულაძეს ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). წყარო: ქსე. – ტომი I. – თბ. – 1975. |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
abuladze iustine.+.jpg | 163.52 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.