ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36209
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: პაპავა, აკაკი
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
პაპავა, აკაკი (1890-1964)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ბუენოს აირესი
არგენტინა
ჭეიშვილი, ლეონიდე (ლეო)
კუჭუხიძე, ილია
ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962)
მაღლაკელიძე, შალვა ნიკოლოზის ძე (1893-1976)
გამოცემის თარიღი: 19-Jul-1957
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". აკაკი პაპავა – ქართველი ემიგრანტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. შალვა მაღლაკელიძე – ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე. ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. პოლიტიკური ორგანიზაციების, "თეთრი გიორგისა" და "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობის", ასევე ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის ერთ–ერთი დამაარსებელი. დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. ლეო ჭეიშვილი – არგენტინაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი. მწერალი, მეცნიერი. აკაკი პაპავას ქალიშვილის, ტურფას მეუღლე. ილია კუჭუხიძე – ქართველი ემიგრანტი.
აღწერილობა: 1 შტამპიანი (Dr. A. Papava) ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია ბუენოს აირესიდან. მოხსენიებული პირები: ლეო ჭეიშვილი, კუჭუხიძე, დათა ვაჩნაძე, შალვა მაღლაკელიძე, ვინმე მიშა, ვინმე სანდრო.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(22)_recto.jpgრექტო833.4 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(22)_verso.jpgვერსო787.7 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება