Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36371
Title: მერაბ ელიოზიშვილი დათვის ბელთან ერთად
Keywords: პორტეტი
ელიოზიშვილი, მერაბ აბელის ძე (1934-2012)
Issue Date: 1969
Abstract: მერაბ ელიოზიშვილი - მწერალი, სცენარისტი, მსახიობი, სასულიერო პირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1957 წელს. იყო საქართველოს მწერალთა კავშირში, გამგეობის წევრი (1963-). მერაბ ელიოზიშვილი 15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა მამა ელიოზი (ელიოზიშვილი)
Description: ფოტოზე გამოსახულია მერაბ ელიოზიშვილი დათვის ბელთთან ერთად. ეს ამბავი 1968 წელს მოხდა. მერაბ ელიოზიშვილს შეატყობინეს, რომ ჯავისკენ ბრაკონიერებს დედა დათვი მოეკლათ და მისი სამი ბელი სოფელში ჩაეყვანათ. გულზე მოხვდა მწერალს... იცოდა, სოფელში ბელებს გასართობად მოინდომებდნენ, ვინმეს შეიძლება გალიაშიც ჩაესვა და სასადილოს, ან რესტორნის წინ გამოედგა. ისედაც ობლობით გაწამებული ბელები არაფრით ემეტებოდა ადამიანების საჯიჯგნად. სამწუხაროდ, სამიდან ერთი გასხვისებული დახვდათ... ის ორი კი წამოიყვანეს... როგორც ბატონი მერაბის შვილები - დავითი და ეთერი იხსენებენ, ბელების შინ მოყვანა დიდი ზეიმი იყო. ასე დაბინავდნენ ცხინვალის, უწინ სოფელ დგვრისად წოდებულ ელიოზიანთ სამკვიდრო მამულში ობოლი ბელები... ერთს იმის გამო, რომ დათვი იყო, დათო დაარქვეს, მეორეს - ბაჩო
Owner: დავით ელიოზიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Eliozishvili_(1969.19.jpg235.3 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.