ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36371
სათაური: მერაბ ელიოზიშვილი დათვის ბელთან ერთად
საკვანძო სიტყვები: პორტეტი
ელიოზიშვილი, მერაბ აბელის ძე (1934-2012)
გამოცემის თარიღი: 1969
რეზიუმე: მერაბ ელიოზიშვილი - მწერალი, სცენარისტი, მსახიობი, სასულიერო პირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1957 წელს. იყო საქართველოს მწერალთა კავშირში, გამგეობის წევრი (1963-). მერაბ ელიოზიშვილი 15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა მამა ელიოზი (ელიოზიშვილი)
აღწერილობა: ფოტოზე გამოსახულია მერაბ ელიოზიშვილი დათვის ბელთთან ერთად. ეს ამბავი 1968 წელს მოხდა. მერაბ ელიოზიშვილს შეატყობინეს, რომ ჯავისკენ ბრაკონიერებს დედა დათვი მოეკლათ და მისი სამი ბელი სოფელში ჩაეყვანათ. გულზე მოხვდა მწერალს... იცოდა, სოფელში ბელებს გასართობად მოინდომებდნენ, ვინმეს შეიძლება გალიაშიც ჩაესვა და სასადილოს, ან რესტორნის წინ გამოედგა. ისედაც ობლობით გაწამებული ბელები არაფრით ემეტებოდა ადამიანების საჯიჯგნად. სამწუხაროდ, სამიდან ერთი გასხვისებული დახვდათ... ის ორი კი წამოიყვანეს... როგორც ბატონი მერაბის შვილები - დავითი და ეთერი იხსენებენ, ბელების შინ მოყვანა დიდი ზეიმი იყო. ასე დაბინავდნენ ცხინვალის, უწინ სოფელ დგვრისად წოდებულ ელიოზიანთ სამკვიდრო მამულში ობოლი ბელები... ერთს იმის გამო, რომ დათვი იყო, დათო დაარქვეს, მეორეს - ბაჩო
მფლობელი: დავით ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eliozishvili_(1969.19.jpg235.3 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება