Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/363848
Title: თბილისი - TBILISI
Other Titles: საქართველოს ქალაქები
დედაქალაქები
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
თბილისი
TBILISI
ქალაქის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლი
Monument to Vakhtang Gorgasali, the founder of the city
მეტეხის ტაძარი
Metekhi Temple
Issue Date: 2022
Abstract: ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.
Description: მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს ძველი თბილისის, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა. წმინდანი დედოფლის ნეშტი ეკლესიის სადიაკვნეშია. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ადრე ტაძარს ჰქონდა XVII საუკუნეში მოჭედილი თავისი ხატიც – ჩვილედი ღვთისმშობლისა, რომელიც ყიზილბაშების შემოსევის ჟამს დაიკარგა. ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია აგებულია მის სახელზე კლდის ძირას.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0101 b.jpgვერსო12.55 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0101 a.jpgრექტო74.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.