Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/363848
Title: | თბილისი - TBILISI |
Other Titles: | საქართველოს ქალაქები დედაქალაქები |
Keywords: | ღია საფოსტო ბარათი თბილისი TBILISI ქალაქის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლი Monument to Vakhtang Gorgasali, the founder of the city მეტეხის ტაძარი Metekhi Temple |
Issue Date: | 2022 |
Abstract: | ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი. |
Description: | მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს ძველი თბილისის, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა. წმინდანი დედოფლის ნეშტი ეკლესიის სადიაკვნეშია. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ადრე ტაძარს ჰქონდა XVII საუკუნეში მოჭედილი თავისი ხატიც – ჩვილედი ღვთისმშობლისა, რომელიც ყიზილბაშების შემოსევის ჟამს დაიკარგა. ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია აგებულია მის სახელზე კლდის ძირას. |
Owner: | ლოლიტა ჭოლაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
BARATI 0101 b.jpg | ვერსო | 12.55 kB | JPEG | View/Open |
BARATI 0101 a.jpg | რექტო | 74.06 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.