ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/363929
სათაური: წყალტუბო, სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საქართველოს ქალაქები
ავტორები: Панова, В.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
საფოსტო ბარათი
ღია ბარათი
ბარათი
წყალტუბო
Цхалтубо
კურორტი წყალტუბო
კურორტი
სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი
Санаторий Министерства обороны СССР
გამოცემის თარიღი: 1983
გამომცემელი: «Планета»
რეზიუმე: წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან - 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.
აღწერილობა: წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება. წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა სასახლის ნაშთებს. რაიონის ბუნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე მწვანეში ჩაფლული ლურჯი ტბებითა და ზღაპრული მღვიმეებით, რომელთა მილიონობით წლის სტალაგმიტები და სტალაქტიდები ისეთ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომ რთულია ცოტათი მაინც არ დაეჭვდე მათ რეალურობაში. მსოფლიოში ცნობილია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევით, სადაც რეალურ იურული პერიოდის პარკში აღმოჩნდებით. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია. განსაკუთრებულ როლს ასრულებს კურორტი წყალტუბო, რომელიც სამკურნალო თერმული წყლებით განთქმულია. სოფლის მეურნეობაში ძირითადად მებოსტნეობა, მეხილეობა და მემარცვლეობაა განვითარებული.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0097 b.jpgვერსო55.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0097 a.jpgრექტო178.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება